კატალოგი
ტაფაზე გამომცხვარი მჭადი
| ბეჭდვა |
3 ჩაის ჭიქა გაცრილი სიმინდის ფქვილი ჩავყაროთ ჯამში, დავასხათ 1,5 ჩაის ჭიქა თბილი წყალი და მოვზილოთ ცომი.
მრგვალი ტაფა დავდგათ ცეცხლზე, როცა გაცხელდება დავდოთ ცომი, ხელით მოვასწოროთ, დავახუროთ სახურავი და ვაცხოთ ნელ ცეცხლზე. ერთი მხარის გამოცხობის შემდეგ გადავაბრუნოთ და თავღია დავტოვოთ. როცა გამოცხვება, სუფრაზე მივიტანოთ ცხელ-ცხელი.
მჭადის ასეთივე ცომისაგან შეიძლება პატარ-პატარა მოგრძო ფორმის მჭადები გამოვაცხოთ აირღუმელში. ამისთვის თუნუქის ფურცელზე, დავალაგოთ პატარ-პატარა ცომები, შევდგათ გახურებულ აირღუმელში, შემდეგ მოვუკლოთ და ნელ ცეცხლზე ვაცხოთ. როცა მზად იქნება, ცხელ-ცხელი მივიტანოთ მაგიდაზე.
პოპულარული რეცეპტი

კომბოსტო სათითაო ფოთლებად დავარჩიოთ...

თანაბარი ზომის ნაჭრებად დაჭრილი მსუ...

კარაქი გავაცხელოთ და შევწვათ მასში ...

კურდღელი გავატყავოთ, გამოვაცალოთ ში...

ხორცი ჩავდოთ მდუღარე წყალში, მოვხარ...

ერთი, ორი, სამი - არა, უფრო მეტი!...


