კატალოგი
ქათმის ფლავი
ქათამი მოვხარშოთ დარბილებამდე მსხვილად დაჭრილ მწვანილთან და სანელებლებთან ერთად. ბრინჯი გავრეცხოთ, გავაშროთ და შევბრაწოთ ნახევარ პორცია მცენარეულ ზეთში ან კარაქში. შემდეგ დავამატოთ 4 ჭიქა ქათმის ბულიონი, დავამატოთ მარილი, პილპილი და სანელებლები, დავამატოთ ქიშმიში და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ ქოთანს მჭიდროდ დავახუროთ თავსახური და 10 წუთით დავდგათ თბილ ადგილას. ხორცი და ძვლები გავაცალკევოთ, დავჭრათ წვრილ ნაჭრებად და შევბრაწოთ დარჩენილ კარაქში ან მცენარეულ ზეთში. ნუში ასევე შევაწითლოთ და შევურიოთ მომზადებულ ბრინჯს. კერძი უნდა იყოს ძალიან ცხარე და ამავე დროს ტკბილი. მასალა: 1 კილოგრამი წონის ქათამი 1 კონა მწვანილი სუპისათვის 1-2 ცალი დაფნის ფოთოლი 3 ცალი მიხაკი 1 ცალი პატარა, მწარე წიწაკა 125 გრამი მცენარეული ზეთი ან კარაქი 2 ჭიქა ბრინჯი 2 სუფრის კოვზი ქიშმიში 1-2 სუფრის კოვზი ნუში მარილი, პილპილი სანელებლები