კატალოგი
ხარშო კვერცხით
ბეჭდვა |
ხახვი დავკეპოთ, ჩავყაროთ ქვაბში და მოვშუშოთ 30 გრამ კარაქში. დავასხათ 7 ჩაის ჭიქა წყალი და ადუღებისთანავე ჩავყაროთ შიგ თბილ წყალში გარეცხილი ბრინჯი და განვაგრძოთ ხარშვა.
ნიგოზი, ქინძი, წიწაკა, მარილი, ნიორი, ყვითელი ყვავილი კარგად დავნაყოთ ერთად, გავხსნათ წყალში და მდუღარე წვენში ჩავუმატოთ. 10 წუთის შემდეგ დავამატოთ პატარ-პატარა ნაჭრებად დახეული ტყლაპი (შეიძლება ტყემალი ან კვაწარახი). რამდენიმე წუთის დუღილის შემდეგ სათითაოდ დავახალოთ ოთხი-ხუთი უმი (აუთქვეფავი) კვერცხი. როცა კვერცხი მოიხარშება, დავამატოთ 20 გრამი კარაქი და დაჭრილი მწვანილი.
მასალა:
ხახვი - 300 გრამი
კარაქი - 50 გრამი
წყალი - 8 ჩაის ჭიქა
ბრინჯი - 0,5 ჩაის ჭიქა
ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა
კვერცხი - 4-5 ცალი
ქინძი, წიწაკა, მარილი, ნიორი, ყვითელი ყვავილი, ტყემალი (ტყლაპი, კვაწარახი) - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი
კობრს გავაცალოთ ქაცვი, გავრეცხოთ, დ...
ცხვრის ან ბატკნის მსუქანი ხორცი დავ...
თევზი დავჭრათ თხელ ნაჭრებად. ცხიმი ...
თითოეული დიასახლისი თავისებურად აწყ...
ცეცხლის ღმერთი და მშვენიერი ილონკა...
თეთრი პურის ნაჭრები დავჭრათ კუბიკებ...