კატალოგი
თევზის სუპი ბერძნულად
თევზი გავასუფთავოთ, მოვაშოროთ თავი, კანი, ხერხემალი და დავყოთ ნაწილებად. ½ ლიტრ წყალში მოვხარშოთ თავი, კანი, ფხები, დავამატოთ ხახვი, მწვანილი, პილპილის მარცვლები და დაფნის ფოთოლი. ვხარშოთ დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ ბულიონი გავწუროთ, ჩავაწყოთ მასში მომზადებული თევზის ნაჭრები და ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე თევზის მზადყოფნამდე. ტაფაზე გავადნოთ მარგარინი, ჩავაყაროთ ფქვილი და ჩავასხათ ცოტა ბულიონი. მიღებული საწებელი ჩავასხათ ბულიონში, დავუმატოთ პამიდორი ან ტომატ-პიურე, დანაყილი ნიორი და ნაღები, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. მზა ბულიონში ჩავაწყოთ მოხარშული თევზის ნაჭრები, წამოვადუღოთ სუპი კიდევ ერთხელ და გადმოვდგათ ცეცხლიდან. 5 წუთი თავდახურული გავაჩეროთ. სუფრაზე თეთრ პურთან ერთად მივიტანოთ. მასალა: 1 კილოგრამი ზღვის ქორჭილა ან ზღვის სხვა თევზი 1 თავი ხახვი 1 კონა სუპის მწვანილი 1 ცალი დაფნის ფოთოლი 5-6 მარცვალი შავი პილპილი 2 სუფრის კოვზი ფქვილი 2 სუფრის კოვზი მარგარინი ½ კბილი ნიორი 2 ცალი პამიდორი ან ცოტა ტომატ-პიურე 6 სუფრის კოვზი ნაღები მარილი, პილპილი