კატალოგი
თევზის პუდინგი მადრიდულად
| ბეჭდვა |
თევზი მსუბუქად მოვშუშოთ, დავჭრათ ნაჭრებად და მოვაშოროთ ყველა ფხა. პაიდორებს გადავასხათ მდუღარე წყალი, მოვაშოროთ კანი და მოვშუშოთ მცენარეულ ზეთში, რომ ჩაიშალოს. შემდეგ პამიდორი შევურიოთ გასუფთავებული თევზის ნაჭრებს, დავამატოთ კვერცხები, მარილი და პილპილი. პუდინგისათვის საჭირო ფორმას კარგად წავუსვათ კარაქი, მოვაყაროთ საფანელი და მოვათავსოთ მასში მომზადებული მასა. პუდინგი ორთქლზე უნდა მოვამზადოთ. ხარშვის დრო 1 საათია. სუფრაზე ცხელი უნდა მივიტანოთ, მოვასხათ გამდნარი კარაქი ან მაიონეზი. გარნირად მივიტანოთ მოხარშული კარტოფილი.
მასალა:
750 გრამი მოშუშული თევზი
2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
400 გრამი პამიდორი
3 ცალი კვერცხი
მარილი
პილპილი
საფანელი
1-2 სუფრის კოვზი კარაქი ან მარგარინი
1 ჭიქა მაიონეზი
პოპულარული რეცეპტი

კარაქი კარგად გავთქვიფოთ ორ ჩაის ჭი...

ყველა კომპონენტი ერთმანეთში გადავურ...

ღომი გავარჩიოთ, გავრეცხოთ, დავასხათ...

გადარჩეული ხენდრო ჩავყაროთ მურაბის ...

ხორცი დავჭრათ კუბიკებად და შევწვათ ...

წიწილის კუჭმაჭი მოვხარშოთ, წვრილად ...


