კატალოგი
ტორტი შოკოლადის (მეორენაირად)

ბეჭდვა ![]() |
![]() |
2 კვერცხისა და 2,5 ჭიქა შაქრის ფხვნილისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, დავამატოთ 4 სადილის კოვზი კაკაო, 50 გრამი გამდნარი კარაქი, 2 ჭიქა თბილი რძე და 4 ჭიქა ფქვილი. მოვზილოთ ცომი და შევდგათ მაცივარში 40 წუთი. შემდეგ გამოვიღოთ, დავუმატოთ 2 ჩაის კოვზი სოდა - გახსნილი ძმარში, ვანილი, კარგად ავურიოთ და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად.
კრემისათვის 1 ჭიქა რძეში ავურიოთ 2 სუფრის კოვზი ფქვილი, 1,5 ჭიქა შაქრის ფხვნილი, 3 სუფრის კოვზი კაკაო. დავდგათ ნელ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. 300 გრამი კარაქი კარგად დავზილოთ და თანდათან შევათქვიფოთ მიღებული გაციებული მასა.
ტორტი გავჭრათ შუაზე, დავნამოთ, წავუსვათ კრემი, დავაფაროთ მეორე ნახევარი, წავუსვათ კრემი და ზემოდან მოვაყაროთ დაფხვნილი შოკოლადი.
მასალა:
კარაქი - 350 გრამი
კვერცხი - 2 ცალი
შაქრის ფხვნილი - 4 ჩაის ჭიქა
ფქვილი - 4 ჩაის ჭიქა
კაკაო - ნაცევარი კოლოფი
რძე - 3 ჩაის ჭიქა
სოდა - 1 სუფრის კოვზი
ძმარი - 2 სუფრის კოვზი
შოკოლადი - 1 ფილა (100 გრამი)
პოპულარული რეცეპტი

მჟაუნა გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, მოვ...

კარგად გასუფთავებული ქათამი დავჭრათ...

დაჭრილი ხახვი და ნიორი მოვხრაკოთ ზე...

კიტრი გავთალოთ, მოვაშოროთ თესლი, და...

მაწონით, კვერცხითა და კარაქით მოვზი...

ტაფა კარგად გავაცხელოთ ცეცხლზე, კვე...