კატალოგი
ნამცხვარი ალუბლით

ბეჭდვა ![]() |
![]() |
200 გრამი კარაქი კარგად გავთქვიფოთ ერთ ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად. თანდათან დავამატოთ 4 კვერცხის გული. 0,5 ჩაის ჭიქა მაწონი, სოდა - გახსნილი ძმარში და გაფხეკილი ლიმონის კანი. კარგად რომ გაითქვიფება დავაყაროთ 350 გრამი ფქვილი, მოვზილოთ ცომი და გადმოვიტანოთ ცხიმწასმულ ფქვილმოყრილ ფორმაზე. გავაბრტყელოთ და ზემოდან დავალაგოთ კურკაგამოცლილი მწიფე ალუბალი.
4 კვერცხის ცილა კარგად გავთქვიფოთ ერთ ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად და ალუბალს ზემოდან მოვასხათ. შევდგათ საშუალო სიმხურვალის ღუმელში. როცა გამოცხვება, მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
მასალა:
კარაქი - 200 გრამი
კვერცხი - 4 ცალი
მაწონი - 0,5 ჩაის ჭიქა
ფქვილი - 350 გრამი
ალუბალი - 1 კილოგრამი
სოდა - 1 ჩაის კოვზი
ძმარი - 1 სუფრის კოვზი
ლიმონის კანი - 1 ლიმონის
პოპულარული რეცეპტი

ბუმერანგი და კენგურუ...

ვიჩინის ნაჭერზე მოვათავსოთ ყველის ნ...

3-4 ცალი მოზრდილი კარტოფილი გავფცქვ...

ქათამი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, დავ...

თევზის თავი, კანი, ფარფლები და ფხებ...

ხორცი დავჭრათ ძალიან თხელ ნაჭრებად,...