კატალოგი
ქათამი მადრიდულად
| ბეჭდვა |
ქათამი გამოვშიგნოთ და წავუსვათ მარილი და პილპილი. კარაქი გავადნოთ, მსუბუქად მოვხრაკოთ მასში წვრილად დაჭრილი ხახვი, დავამატოთ გასუფთავებული, წვრილად დაჭრილი შამპინიონი და მცირე რაოდენობის წყალი. ვშუშოთ ნახევრად მზადყოფნამდე. ამ მასით გავავსოთ ქათამი, გავკეროთ და შევბრაწოთ ყველა მხრიდან დარჩენილ კარაქში. 15 წუთჳს შემდეგ დავამატოთ თხელ ნაჭრებად დაჭრილი უმი კარტოფილი და დაჭრილი წიწაკა. შემდეგ დავამატოთ ღვინო და ვშუშოთ ქათამი მზადყოფნამდე, თან ხშირად ვასხათ წარმოქმნილი საწებელი. სოუსს დავამატოთ მარილი და პილპილი. სუფრაზე მიტანის წინ მოვასხათ ქათამს სოუსი. ცალკე მივიტანოთ თეთრი პური ან მწვანე სალათა.
მასალა:
1 ცალი ქათამი
150-200 გრამი შამპინიონი
1 თავი ხახვი
3-4 სუფრის კოვზი კარაქი ან მარგარინი
3 ცალი კარტოფილი
2 ღერი ტკბილი წიწაკა
½ ჭიქა თეთრი ღვინო
მარილი, პილპილი
პოპულარული რეცეპტი

გოჭი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, წავუს...

3 კვერცხის გულს დავაყაროთ 1,5 ჩაის ...

მოვხარშოთ ბრინჯი და დავდგათ დასაწურ...

მსუქანი ცხვრის ხორცი დავჭრათ ნაჭრებ...

შვრიის ჩავყაროთ მარილიან წყალში, წა...

კარგად დასუფთავებული ქათამი დავჭრათ...


