კატალოგი
ღორის ფეხები მჟავე კომბოსტოსა და მუხუდოსთან ერთად

ბეჭდვა ![]() |
![]() |
მუხუდო გავარჩიოთ, გავავლოთ ცივ წყალში, დავამატოთ მაიორანი და მარილი და ყველაფერი ერთად ვხარშოთ დარბილებამდე. ღორის ფეხები მოვხარშოთ მცირე რაოდენობის წყალში ხახვთან, დაფნის ფოთოლთან და ღვიის მარცვლებთან ერთად, ვხარშოთ 1 საათის განმავლობაში. შემდეგ დავამატოთ მჟავე კომბოსტო, ღორის ფეხები დავაწყოთ ზემოდან და ყველაფერი ერთად ვხარშოთ კიდევ ნახევარი საათის განმავლობაში. მუხუდო გავატაროთ საწურში (რომ დაისრისოს) და მოვათავსოთ თეფშზე მჟავე კომბოსტოსა და ღორის ფეხებთან ერთად. კერძთან ერთად შეგვიძლია სუფრაზე მივიტანოთ მოხარშული კარტოფილი და მდოგვი.
მასალა:
4 საშუალო ზომის ღორის ფეხი
375 გრამი გასუფთავებული მწვანე მუხუდო
1 კილოგრამი მჟავე კომბოსტო
1 თავი ხახვი
ღვიის რამდენიმე მარცვალი
1 ცალი დაფნის ფოთოლი
1 ჩაის კოვზი მაიორანი
მარილი
პოპულარული რეცეპტი

ცხვრის მსუქანი ხორცი ნაჭრებად დავჭრ...

მინდვრის სხვადასხვა სახის ფოთლოვანი...

ხორცი დავჭრათ კუბიკებად, მოვაყაროთ ...

კვერცხი ვხარშოთ ხახვის ჩენჩოსთან ერ...

შოკოლადი გავადნოთ მაღალ ჭურჭელში, დ...

გადარჩეული, გარეცხილი ალუჩა ტაშტში ...