კატალოგი
კვახის რულეტი
| ბეჭდვა |
მოვამზადოთ ფქვილი, მარილი, თბილი წყალი და მოვზილოთ არც ისე სქელი ცომი. დავყოთ ის 8 თანაბარ ნაწილად და გავაბრტყელოთ თითოეული ფირფიტა 3-4 მმ სისქეზე. თითოეული ფირფიტა მოვათავსოთ ღუმელში და გამოვაშროთ ძალიან დაბალ ცეცხლზე.
შიგთავსისათვის გავაცხელოთ ნახევარი პორცია კარაქი. კვახი გავხეხოთ სქელ სახეხზე, დავამატოთ 125 გრამი შაქარი, 1 ჭიქა რძე, რომელშიც წინასწარ უნდა გავხსნათ ვანილი. ყველაფერი შევდგათ მოსაშუშად და დროდადრო ვამატოთ ცოტა რძე. 1 ჭიქა რძე დავტოვოთ, როდესაც კვახი მზად იქნება, გადმოვდგათ ცეცხლიდან და შევაგრილოთ. კვერცხის გულები, დარჩენილი შაქარი და კარაქი, ასევე ლიმონის ცედრა, ერთად ავთქვიფოთ, დავამატოთ კვახს, შემდეგ კი დავამატოთ ცალკე, შაქართან ერთად ათქვეფილი კვერცხის ცილა. შიგთავსი საშუალო სისქის უნდა იყოს, თუ საჭიროა შიგთავსს დავამატოთ ცოტა რძე.
მასალა:
ცომისათვის
500 გრამი ფქვილი
ცოტა მარილი
¼ ლიტრი წყალი
შიგთავსისათვის
1 კილოგრამი კვახის რბილობი
80 გრამი კარაქი
150 გრამი მარგარინი
250 გრამი შაქარი
½ ლიმონის ცედრა
1-1 ¼ ლიტრი რძე
6 ცალი კვერცხი
1 პაკეტი ვანილი
შაქრის პუდრა
პოპულარული რეცეპტი

გულ-მკერდი გავრეცხოთ, მოვაყაროთ მარ...

სოუსის ყველა კომპონენტი ერთმანეთში ...

კვერცხები ავთქვიფოთ, დავამატოთ გახე...

ერთმანეთს შევურიოთ 3 პორცია რომი და...

ცხვრის ან ბატკნის ხორცი დავჭრათ ნაჭ...

კვერცხი ვხარშოთ 10 წუთის განმავლობა...


