კატალოგი
ინდაურის ან ქათმის (ჩახარშული) საცივი
ბეჭდვა |
გასუფთავებული, გარეცხილი, მსუქანი ქათამი ან ინდაური დავჭრათ, მოვათავსოთ ქვაბში, დავუმატოთ დაჭრილი ხახვი, დავდგათ ცეცხლზე და მოვშუშოთ.
ნიგოზი ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ავურიოთ შინ დანაყილი ნიორი, ქინძი, მარილი, წიწაკა, ყვითელი ყვავილი, მიხაკი, დარიჩინი, პილპილი, ძმარი; ეს ყველაფერი გავხსნათ საკმაო რაოდენობის მდუღარე წყალში, დავასხათ მოხრაკული ფრინველის ხორცს და ვადუღოთ, სანამ ხორცი კარგად არ მოიხარშება. დუღილის დროს წყალი არ დავუმატოთ.
მასალა:
ინდაური ან ქათამი
ნიგოზი - 500 გრამი
ხახვი - 300 გრამი
ნიორი, ქინძი, წიწაკა, ყვითელი ყვავილი, ძმარი, მიხაკი, დარიჩინი, მარილი - გემოვნებით.
პოპულარული რეცეპტი
კუდები დავჭრათ ნაჭრებად და კარგად შ...
ღამით დამბალი მწვანე მუხუდოს, ძროხი...
გასუფთავებული ქათამი დავჭრათ, ხახვი...
1 ცალი ფორთოხლისაგან გამოვწუროთ წვე...
ბრინჯი გავრეცხოთ, გავაშროთ, მოვათავ...
კვერცხი ვხარშოთ ხახვის ჩენჩოსთან ერ...