კატალოგი
ჟელე ფორთოხლით (მეორენაირად)
ბეჭდვა |
ფორთოხალი გავფცქვნათ, დავჭრათ თხელა, მრგვალ ნაჭრებად, მოვაცილოთ თესლი, შესაფერ ჭურჭელზე მოვათავსოთ, მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი (1/4 ჩაის ჭიქა) და გავაჩეროთ 30 წუთი, რომ წვენი გამოუვიდეს. ქვაბში ჩავყაროთ 0,5 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, დავასხათ 1,5 ჩაის ჭიქა წყალი და ვადუღოთ.
მომზადებულ სიროფში ჩავყაროთ დამბალი, გაწურული ჟელატინი და ფორთოხლის ქერქი, ავადუღოთ და თან ვურიოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან, ჩავასხათ შიგ ფორთოხლის წვენი და მცირე რაოდენობის ლიმონის მჟავა.
ცხელი სიროფი გავწუროთ, ოდნავ შევაგრილო, ჩავასხათ ყალიბებში 1 სმ-ის დონეზე და დავდგათ სიცივეში. შეგრილებულ ჟელეს ზედაპირზე მოვათავსოთ ფორთოხლის ნაჭერი, დავასხათ ჟელეს მეორე ნახევარი და ხელმეორედ გავაცივოთ. ასეთივე წესით შეიძლება მოვამზადოთ მანდარინის ჟელე.
მასალა:
ფორთოხალი - 1 ცალი
შაქრის ფხვნილი - 0,5 ჩაის ჭიქა
ჟელატინი - 15 გრამი
პოპულარული რეცეპტი
გარეცხილი, გამშრალებული, გულგამოცლი...
ლობიო და ღორის ბარკალი წვრილად დავჭ...
გასუფთავებული, გარეცხილი ინდაური ან...
ძროხის ხორცი დავჭრათ ნაჭრებად, გავრ...
ყველა პროდუქტი ავურიოთ ერთმანეთში დ...
ხორცი მსუბუქად დავბეგვოთ, მოვაყაროთ...