კატალოგი
ტორტი ”იდეალი”
ბეჭდვა |
ორი მთლიანი კვერცხისა და ერთი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი; დავამატოთ ორი სუფრის კოვზი თაფლი, ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ერთი ჩაის ჭიქა ნიგოზი, სოდა - გახსნილი ძმარში, ვანილი, 1,5 ჩაის ჭიქა ფქვილი და ყველაფერი ეს კარგად ავურიოთ (უნდა გამოვიდეს ნაზი ცომი). ცომი გავყოთ 4 ნაწილად (სამი თანაბარი ზომის, ერთი პატარა გუნდა დასაფხვნელად), კარაქწასმულ ყალიბშაი გავაბრტყელოთ თითოეული ნაწილი და ცალ-ცალკე გამოვაცხოთ.
კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად: კარაქი ავთქვიფოთ გათეთრებამდე, მივუმატოთ ერთი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი (უმჯობესია "პუდრა"), არაჟანი, კაკაო, ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ერთი ჩაის ჭიქა ნიგოზი. ყველაფერი ეს კარგად ავურიოთ, ერთი საათით შევდგათ მაცივარში და შემდეგ წავუსვათ ფირფიტებს, დავაწყოთ ერთმანეთზე, პატარა ფირფიტა დავფხვნათ და ზევიდან მოვაყაროთ.
მასალა:
კარაქი - 200 გრამი
არაჟანი - 200 გრამი
კვერცხი - 2 ცალი
შაქრის ფხვნილი - 2 ჩაის ჭიქა
ფქვილი - 1,5 ჩაის ჭიქა
თაფლი - 2 სუფრის კოვზი
კაკაო - 1 სუფრის კოვზი
სოდა - 1 ჩაის კოვზი
ძმარი - 1 სუფრის კოვზი
ვანილი - გემოვნებით
ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა
პოპულარული რეცეპტი
200 გრამი კარაქი და 1 ჩაის ჭიქა შაქ...
ორ ჩაის ჭიქა ადუღებულ მარილწყალში ჩ...
დავჭრათ ხორცი კუბიკებად (3x3 სმ), ჩ...
ლობიოს გასუფთავებული ღერები დავტეხო...
ცომისათვის საჭირო კომპონენტები სწრა...
მსუქანი ღორის ხორცი (უმჯობესია ზურგ...