კატალოგი
გიბანიცა
| ბეჭდვა |
ფქვილი გავცრათ, შევურიოთ მცენარეულ ზეთს, დავამატოთ ცოტა მარილი, მცირე რაოდენობის თბილი წყალი და მოვზილოთ არც ისე სქელი ცომი. დავყოთ ცომი 5 თანაბარ ნაწილად და თითოეული ნაწილი ცალ-ცალკე კიდევ ერთხელ მოვზილოთ დაფაზე. ცომი 1 საათით გავაჩეროთ. შემდეგ ხელსახოცს მოვაყაროთ ფქვილი და გავაბრტყელოთ ზედ 3-4 მმ სისქის ფირფიტები. ვაცალოთ ცოტა გაშრობა, დავჭრათ ნაჭრებად, რომელთა ზომა ტორტის ზომასა და ფორმას უნდა შეესაბამებოდეს, რომელსაც ჩვენ გამოვაცხობთ. "კორჟები" გამოვაცხოთ ღუმელში ორივე მხრიდან.
შიგთავსისათვის ავიღოთ ხაჭო, რძე და კვერცხის გულები - ყველაფერი ერთად კარგად გადავურიოთ. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის ცილა და დავამატოთ მომზადებულ მასას. ფორმას წავუსვათ ცხიმი, მოვათავსოთ მასში 1 კორჟი, მასზე დავდოთ ხაჭოს შიგთავსი და ასე გავაგრძელოთ. სულ ზედა ფენა ხაჭოსი უნდა იყოს. მოვასხათ გამდნარი კარაქი ან მცენარეული ზეთი. ვაცხოთ საშუალო ტემპერატურაზე 1 საათის განმავლობაში. რამდენიმეჯერ ჩავჩხვლიტოთ ტორტის ზედაპირი. გიბანიცა მზად იქნება, როდესაც მისი ზედაპირი მოწითალო ფერის გახდება. სუფრაზე თბილი უნდა მივიტანოთ.
მასალა:
ცომისათვის
500 გრამი ფქვილი
1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი
ცოტა მარილი
წყალი
შიგთავსისათვის
250 გრამი ცხიმიანი ხაჭო
100 გრამი კარაქი ან მარგარინი (სურვილისამებრ)
½ ლიტრი რძე
5-6 ცალი კვერცხი
პოპულარული რეცეპტი

გასუფთავებული, გარეცხილი ფრინველი ქ...

ქერის ბურღული მოვხარშოთ წყალში, შემ...

5 მთლიანი კვერცხისა და ორი ჩაის ჭიქ...

გოგრას ქერქი მოვაცილოთ, გამოვჭრათ ს...

გულ-მკერდი გავრეცხოთ, მოვაყაროთ მარ...

ხახვი, წიწაკის ღერები და ნიორი წვრი...


