კატალოგი
კაპუსნიაკი - კომბოსტოს სუპი
![](/uploads_script/products/pj4rulhx9buhish.jpeg)
ბეჭდვა ![]() |
![]() |
ხორცს და სოკოს დავასხათ 1 ¼ ლიტრი წყალი და ვხარშოთ მზადყოფნამდე. მოხარშვამდე ცოტა ადრე დავამატოთ წვრილად დაჭრილი სუპის მწვანილი. კომბოსტო წვრილად დავჭრათ, დავასხათ მცირე რაოდენობის წყალი და ვშუშოთ დარბილებამდე. ხორცის ბულიონი გავწუროთ და დავასხათ კომბოსტოს. სალა დავჭრათ კუბიკებად. წვრილად დავჭრათ ხახვი და ოდნავ შევაწითლოთ ტაფაზე. დავუმატოთ ფქვილი და მსუბუქად მოვხრაკოთ ხახვთან ერთად. მიღებული ფქვილის საწებელი ჩავასხათ სუპში. სუპის მწვანილი და სოკო დავჭრათ თხელ ზოლებად და ჩავყაროთ სუპში. კაპუსნიაკს მიირთმევენ მოხარშულ კარტოფილთან ერთად, რომელსაც უნდა მოვაყაროთ ოდნავ შეწითლებული სალა.
მასალა:
300 გრამი შებოლილი ან ღორის ხორცი (ნეკნები ან თავი)
1 კონა მწვანილი
2-3 სუფრის კოვზი გამომშრალი სოკო
300 გრამი კომბოსტო
1 თავი ხახვი
მარილი
1 სუფრის კოვზი მარგარინი ან წვრილად დაჭრილი სალა
1 სუფრის კოვზი ფქვილი
პოპულარული რეცეპტი
![](uploads_script/products/1zjihe2et6wkd0o.jpg)
გადარჩეული, გარეცხილი ღოღნაშო ალაგ-...
![](uploads_script/products/r5kfrkjljuchgak.jpeg)
თევზი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და გა...
![](uploads_script/products/zdtqgjl9kduij1t.jpeg)
მურაბის ტაშტში ჩავასხათ წყალი, ჩავყ...
![](uploads_script/products/6ejyjxh1dmcqwg5.jpeg)
უმი და მოხარშული კარტოფილი გავხეხოთ...
![](uploads_script/products/yemynac11asz4sb.jpeg)
გავთქვიფოთ 1 ცალი კვერცხი, დავასხათ...
![](uploads_script/products/7b69bl86dz5kdei.jpeg)
ბრინჯი ვხარშოთ წყალში 10 წუთის განმ...