კატალოგი
გარგრის ან ატმის დესერტი
| ბეჭდვა |
მითითებული ხილის ნახევარი პორცია გავასუფთავოთ, გავთალოთ, დავჭრათ წვრილ ნაჭრებად, მოვაყაროთ შაქრის პუდრა (80 გრამი) და შევდგათ მაცივარში. ღვინოში ჩავდოთ ლიმონის კანის ნაჭერი, დარიჩინის კანის ნაჭერი და შევაცხელოთ ნელ ცეცხლზე. ადუღებამდე ცოტა ხნით ადრე გადმოვიღოთ ცეცხლიდან. დარჩენილი ხილი გავატაროთ საცერში, დავამატოთ 120 გრამი შაქარი, დავასხათ გაციებული ღვინო და ფრთხილად გადავურიოთ. მიღებული სოუსი დავასხათ მომზადებულ ხილს.
მასალა:
600 გრამი ძალიან მწიფე ხილი
200 გრამი შაქრის პუდრა
120 გრამი შაქარი
1 მცირე ზომის ლიმონი
დარიჩინის კანის ნაჭერი
3 ჭიქა თეთრი ღვინო
პოპულარული რეცეპტი

საქონლის ან ღორის შიგნეულობა და ნაწ...

გასუფთავებული, გარეცხილი რომელმე ფრ...

ფუნთუშებს მოვაჭრათ ზედა ნაწილი, ამო...

ტაფაზე ერბო გავაცხელოთ, სათითაოდ გა...

ყველაფერი სუპით - ”პანადელი”იწყება...

მოვხარშოთ კარტოფილი კანიანად. ლობიო...


