კატალოგი
ნამცხვარი ”მაია”
ბეჭდვა |
200 გრამ მარგარინს დავაყაროთ ორნახევარი ჩაის ჭიქა ფხვნილი და დანით კარგად ავკეპოთ; აკეპილ მასას ავურიოთ სულ ცოტა მარილი, ერთი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი და წვრილად დაკეპილი ფორთოხლის ან მანდარინის ნედლი ქერქი.
მასა შუაში ჩავაღრმავოთ, ჩავახალოთ ორი კვერცხი, ჩავასხათ ნახევარი ქილა არაჟანი, რომელშიც წინასწარ არეული იქნება ძმარში გახსნილი სოდა. ყველაფერი კარგად ავურიოთ და მოვზილოთ რბილი ცომი.
ცომი გავაბრტყელოთ თითის სისქეზე, დავდოთ ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ გახურებულ ღუმელში, ცეცხლს სანახევროდ დავუწიოთ. 15-20 წუთში ნამცხვარი მზად იქნება. როცა გაგრილდება, ლამაზად დავჭრათ.
მასალა:
მარგარინი - 200 გრამი
ფქვილი - 2,5 ჩაის ჭიქა
შაქრის ფხვნილი - 1 ჩაის ჭიქა
კვერცხი - 2 ცალი
არაჟანი - 0,5 ჩაის ჭიქა
ფორთოხლის ან მანდარინის ქერქი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი
კარტოფილი გავრეცხოთ, გავთალოთ და მო...
წვრილად დაჭრილი ხახვი შევბრაწოთ კარ...
გველთევზა კარგად გავასუფთავოთ, გავა...
მსუქანი ცხვრის ხორცი დავჭრათ ნაჭრებ...
თევზის ფილეს მოვაშოროთ ფხები, ხორცი...
ბრინჯი ვხარშოთ წყალში 10 წუთის განმ...