კატალოგი
მჟავე "კაბესი"
ბეჭდვა |
ხორცს დავასხათ მცირე რაოდენობის წყალი და ვხარშოთ ნახევრად მზადყოფნამდე. მჟავე კომბოსტოს შევურიოთ გათლილი და დაჭრილი ვაშლი, ღვიის მარცვლები და ხახვის მთლიანი თავი. ვშუშოთ ყველაფერი ერთად მზადყოფნამდე (ბულიონი თითქმის მთლიანად უნდა ამოშრეს). შემდეგ დავუმატოთ თეთრი ღვინო. გამდნარი ცხიმის, ფქვილის, ბულიონის, გახეხილი პირშუშხას, მარილის, ნაღებისა და წყლისაგან მოვამზადოთ საწებელი. ამ კერძთან ერთად სუფრაზე შეგვიძლია მივიტანოთ მოხარშული კარტოფილი.
მასალა:
500 გრამი ღორის თავი ან ნეკნები
750 გრამი მჟავე კომბოსტო
1 ცალი ვაშლი
1 თავი ხახვი
3-5 მარცვალი ღვია
ცოტა ზირა
1 ჭიქა თეთრი ღვინო
პირშუშხასაგან მომზადებული სოუსისათვის
1 ½ სუფრის კოვზი ცხიმი
2-3 არასრული სუფრის კოვზი ფქვილი
½ ლიტრი წყალი ან ბულიონი
2-3 სუფრის კოვზი გახეხილი პირშუშხა
2-3 სუფრის კოვზი ნაღები
მარილი
პოპულარული რეცეპტი
დარჩეულ, მსხვილ, თეთრ ხორბალს დავას...
ნაჭრებად დაჭრილი ხორცი ჩავუშვათ ქვა...
მსუქანი ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის...
გაზაფხულივით მრავალფეროვანი...
ვარდის ფურცლებს თეთრი თავები მოვაჭრ...
არჯაკელს მოვაშოროთ გაშლილი ფოთლები,...