კატალოგი
ქათამი ბადრიჯნით და პამიდვრით
| ბეჭდვა |
გასუფთავებული ქათამი დავჭრათ, ხახვი ძალიან წვრილად დავკეპოთ. გარეცხილი ბადრიჯანი მრგვალ ნაჭრებად დავჭრათ, კარტოფილს კანი მოვაცილოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ მოზრდილ ნაჭრებად, დარჩეული, გარეცხილი მწვანილი (ქინძი, რეჰანი, კამა, ტარხუნა, ოხრახუში) წვრილად დავჭრათ.
ქვაბში მოვათავსოთ ერთ ფენად დაჭრილი ქათამი, მეორე ფენად ბადრიჯანი, კარტოფილი, ხახვი, პამიდორი, მწვანილი, დავამატოთ პილპილი, მარილი და ვხარშოთ, სანამ ქათამი მზად არ იქნება.
მასალა:
მსუქანი ქათამი
ხახვი - 3 თავი
კარტოფილი - 6-7 ცალი
ბადრიჯანი - 5 ცალი
პამიდორი - 1 კილოგრამი
მწვანილი, პილპილი, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ავთქვიფოთ კარაქი, შაქარი და კვერცხი...

პურის ნაჭრებს გადავუსვათ კარაქი, ერ...

ბადრიჯანი სიგრძეზე თხლად დავჭრათ, დ...

ოხრახუში და ხახვი წვრილად დავჭრათ დ...

ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ, შევ...

1 კილოგრამ გარეცხილ ხილს დავაყაროთ ...


