კატალოგი
ღომი ელზასურად
ბეჭდვა |
ღომი გავარჩიოთ, გავრეცხოთ, დავასხათ ღვინო და დავტოვოთ მთელი ღამით. მეორე დღეს კუბიკებად დავჭრათ ღორის გულ-მკერდი, მსუბუქად შევბრაწოთ იგი ტაფაზე, დავუმატოთ რგოლებად დაჭრილი ხახვი. ხახვი მოვხრაკოთ მოოქროსფრო ფერის მიღებამდე. დამბალ ღომის დავასხათ ხორცის ბულიონი, დავუმატოთ ხახვი, დაფნის ფოთოლი და მიხაკი. ღომი ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე 1 საათის განმავლობაში. შემდეგ დავამატოთ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი და სტაფილო. როდესაც ღომი მზად იქნება დავამატოთ ცოტა შაქარი და კარგად მოვაყაროთ მარილი და პილპილი. დავუმატოთ ნაღები. კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ და მაშინვე მივიტანოთ სუფრაზე.
მასალა:
250 გრამი ღომი
¾ ლიტრი წითელი ღვინო
¾ ლიტრი ხორცის ან ძვლის ბულიონი
100 გრამი უცხიმო ღორის გულ-მკერდი
2 თავი დიდი ზამოს ხახვი
250 გრამი კარტოფილი
1-2 ცალი სტაფილო
½ დაფნის ფოთოლი
2 ცალი მიხაკი
½ ჭიქა ნაღები.
პოპულარული რეცეპტი
შევბრაწოთ თეთრი პურის ნაჭრები, წავუ...
ყველის ნაჭრები ამოვავლოთ კვერცხსა დ...
10 კვერცხის ცილა კარგად გავთქვიფოთ....
ხახვი დავკეპოთ, ჩავყაროთ ქვაბში, და...
სქელქერქიან საზამთროს მოვაცალოთ გულ...
ბადრიჯანი დავჭრათ მრგვალ-მრგვალ ნაჭ...