კატალოგი
ახალი (მწვანე ტყემლის საწებელი)

ბეჭდვა ![]() |
![]() |
ახალი, მწვანე ტყემალი გადავარჩიოთ, ყუნწები მოვაცილოთ, გავრეცხოთ; დავასხათ იმდენი წყალი, რომ ფარავდეს, დავდგათ ცეცხლზე და მოვხარშოთ. როცა მოიხარშება, გადავწუროთ, წვენი შევინახოთ, ტყემალი გადავიტანოთ საწურზე, გავხეხოთ, იმ შემთხვევაში თუ ტყემალი სქელი გამოვიდა, დავამატოთ წვენი (სასურველ სისქემდე). ახალი მწვანილი - ქინძი, ცერეცო, კამა, ომბალო, ოხრახუში გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ნიორი, წიწაკა და მარილი დავნაყოთ სანაყში, ყველაფერი კარგად ავურიოთ. თუ ტყემალი ძალიან მაჟავე გამოვიდა, დავამატოთ 2 ჩაის კოვზი შაქრის ფხვნილი, ჩავასხათ სატყემლეში და სუფრაზე ისე მივიტანოთ.
პოპულარული რეცეპტი

გარეცხილი, მომზადებული ხილი, კარაქი...

დაჭრილი ხორცი დავყოთ ოთხ ნაწილად და...

გავრეცხოთ 750 გრამი ჭარხალი, დავჭრა...

1,5 ჩაის კოვზი ხსნადი ყავა ჩავყაროთ...

დეკეულის ახალი, მსუქანი არტალა (კან...

ძმარს დავამატოთ დანაყილი პილპილი და...