კატალოგი
ჟელე ალუბლით

ბეჭდვა ![]() |
![]() |
ალუბალი დავჭყლიტოთ, დოლბანდზე მოვათავსოთ, წვენი გამოვწუროთ და თავდახურულ ჭურჭელში ჩავასხათ. დარჩენილ გამონაწურ მასალას დავასხათ წყალი, ავადუღოთ და გავწუროთ. გაწურული წვენი დავდგათ ცეცხლზე და ავადუღოთ, მერე მივუმატოთ წინასწარ წყალში დამბალი, გაწურული ჟლატინი (თუ გვინდა, რომ ჟელე ძალიან გამჭვრივალე გამოვიდეს ჟელატინში ერთი კვერცხის ცილა ავურიოთ), დავდგათ ნელ ცეცხლზე, მივიყვანოთ ადუღებამდე და გავწუროთ. გაწურულ სითხეს დავამატოთ ალუბლის წვენი, ავურიოთ, ჩავასხათ სპეციალურ ყალიბებში და გავაცივოთ.
მასალა:
ალუბალი - 400 გრამი
შაქრის ფხვნილი - 1 ჩაის ჭიქა
ჟელატინი - 25 გრამი
წყალი - 3 ჩაის ჭიქა
პოპულარული რეცეპტი

საღი რძე წამოვადუღოთ, შევაგრილოთ 25...

კარაქი კარგად გავთქვიფოთ გათეთრებამ...

გამხმარი ბადრიჯანი კარგად გავრეცხოთ...

თევზი გავასუფთავოთ, ფრთხილად გავაცა...

დაჭრილი ხახვი და ნიორი მოვხრაკოთ ზე...

ხორცს დავასხათ 1 ლიტრი ცხელი წყალი,...