კატალოგი
წითელი პამიდორი ნიგვზით

ბეჭდვა ![]() |
![]() |
ახალი, საღი პამიდვრები გავრეცხოთ ცივ წყალში, დავჭრათ თითოეული (ნივრის კბილების მსგავსად) ექვს ან რვა ნაწილად და მოვათავსოთ შესაფერის ღრმა ჭურჭელში. წმინდად დავნაყოთ ნიგოზი, წიწაკა, ნიორი, ყვითელი ყვავილი (ზაფრანა), სუნელი. გავხსნათ ცოტა ძმარში, დავამატოთ მარილი გემოვნებით და წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, ოხრახუში, ქინძი, კამა. აღნიშნული მასალა დავასხათ დაჭრილ პამიდორს და ნელა ავურიოთ. სუფრაზე მიტანისას მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.
მასალა:
პამიდორი - 0,5 კილოგრამი
ნიგოზი - ¾ ჩაის ჭიქა
ნიორი - 1-2 კბილი
მწვანილი - 3-3 ძირი
ძმარი, სუნელი, ზაფრანა, წიწაკა, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

რძე ავადუღოთ კარაქთან, მცირე რაოდენ...

ცხვრის ხორცს ჩამოვაჭრათ რბილი ნაჭრე...

ხორცს და სოკოს დავასხათ 1 ¼ ლიტრი წ...

ვაშლი და კარტოფილი გავთალოთ და დავჭ...

ერთი ქილა არაჟნისა და 200 გრამი კარ...

ცხვრის ხორცი გავასუფთავოთ, გავრეცხო...