კატალოგი
მოხარშული ცოცხალი (თევზი)
| ბეჭდვა |
ცოცხალი თევზი გამოვშიგნოთ, მოვაშოროთ ლაყუჩები და გავრეცხოთ ცივ წყალში. შემდეგ დავჭრათ სამ-ოთხ ნაწილად; მომცრო თევზები დავტოვოთ მთელ-მთელი, მოვათავსოთ მარილითა და შაბით შეზავებულ მდუღარე წყალში და მოვხარშოთ. შემდეგ ამოვიღოთ წყლიდან, გავშალოთ, მოვასხუროთ ცივი წყალი. შეგრილებისას მოვათავსოთ ლანგარზე და მოვუწყოთ ოხრახუშის ფოთლები.
მასალა:
ცოცხალი - 1 კილოგრამი
შაბი - 4-5 გრამი
ოხრახუში - 4-5 ძირი
მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

კვერცხის გულები ავურიოთ შაქარსა და ...

კარგად გასუფთავებული წიწილა გავჭრათ...

ხახვი წვრილად დავჭრათ, ჩავყაროთ ქვა...

პური დავჭრათ კუბიკებად. ღვიძლი, სალ...

ხორცი ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მან...

მაკარონი დავტეხოთ და მოვხარშოთ მარი...


