კატალოგი
კოკო ვენი - ქათამი ღვინით
თითო მომზადებული წიწილა დავყოთ 4 ნაწილად, დაშევბრაწოთ საკმაო რაოდენობის ცხიმში. შემწვარი ნაჭრები გადმოვიღოთ ტაფიდან, მასში კი მოვათავსოთ კუბიკებად დაჭრილი სალა, 2 თავი მცირე ზოის ხახვი, წვრილად დაჭრილი შამპინიონი და დანაყილი ნიორი. ყველაფერი ერთად მსუბუქად მოვშუშოთ. შემდეგ ტაფაში ისევ მოვათავსოთ ხორცის ნაჭრები, ჩავასხათ კონიაკი, მოვაყაროთ ფქვილი, დავამატოთ დაფნის ფოთოლი, ტიმიანი, დარჩენილი ხახვი. ყველაფერი ერთად კარგად ავურიოთ და დავამატოთ წითელი ღვინო. დავამატოთ მარილი და პილპილი. შემდეგ ხორცი ამოვიღოთ, სოუსს კი ვაცალოთ ნახევრად აორთქლება. ეს სოუსი მოვასხათ ცხელ ხორცს და მივიტანოთ სუფრაზე. მასალა: 2-4 პორციაზე 1-2 საშუალო ზომის წიწილა 2 სუფრის კოვზი ქათმის ცხიმი ან კარაქი 60-100 გრამი კუბიკებად დაჭრილი სალა 8 თავი საშუალო ზომის ხახვი 125 გრამი შამპინიონი 1 არყის ჭიქა კონიაკი ½ ლიტრი წითელი ღვინო 3-4 ტიმიანის ფოთლი 1 ცალი დაფნის ფოთოლი 1 კბილი ნიორი 1 სუფრის კოვზი ფქვილი მარილი, პილპილი