კატალოგი
თევზის ფრიკადელკები
თევზი გავასუფთავოთ, გავაცალოთ კანი და ფხები და მოვათავსოთ ქვაბში თევზი თავი, კანი, ფხები, მწვანილი და ხახვი. ყველაფერს მოვასხათ მცირე რაოდენობის მარილიანი წყალი და დავდგათ მოსახარშად ½ - 1 საათით. რბილობი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, ფარშს მოვაყაროთ მარილი, დავამატოთ წითელი და შავი პილპილი, ასევე 2 კვერცხის ათქვეფილი ცილა. მიღებული მასა ძალიან კარგად ავურიოთ, შემდეგ კი 2 საათით სიცივეში დავდგათ. ავიღოთ 250-300 გრამი თევზის უმი ფარში, პატარ-პატარა პორციებად დავამატოთ ¼ ლიტრი ნაღები. გაწურულ ბულიონს დავუმატოთ ღვინო. ცივ წყალში გავლებული კოვზით ჩავყაროთ ფრიკადელკები ცხელ ბულიონში, რომელიც ძალიან დაბალ ცეცხლზე უნდა ვადუღოთ. ფრიკადელკები 25 წუთის განმავლობაში უნდა ვხარშოთ. კლიოცკების მოსამზადებლად ნაღების მაგივრად შეგვიძლია გამოვიყენოთ ბეშამელის ძალიან სქელი სოუსი. გაციებულ სოუსში ჩავამატოთ 2 კვერცხის გული და შევურიოთ თევზის მასას, შემდეგ გავაკეთოთ ფრიკადელკები და მოვხარშოთ დაბალ ცეცხლზე როგორც ზემოთ არის ნაჩვენები. მზა ფრიკადელკები დავაწყოთ ცხიმწასმულ ტაფაზე, მოვასხათ სქელი სოუსი "მორნეი" და ცოტა ხნით შევდგათ ღუმელში, რომ ოდნავ გამოცხვეს. დარჩენილი სოუსი ბეშამელი შევურიოთ თევზის ნახარშს და კიდევ ერთხელ გავაცხელოთ, დავამატოთ ცოტა გახეხილი ყველი და სურვილისამებრ 1-2 სუფრის კოვზი ნაღები. ეს სოუსი მოვასხათ ფრიკადელკებს. სუფრაზე ცხელი მივიტანოთ. ფრიკადელკები ასევე შეგვიძლია გამოვაცხოთ ღუმელში წვრილად დაჭრილ  შამპინიონებთან ერთად. მასალა: 1 კილოგრამი წონის ქარიყლაპია 1 თავი საშუალო ზომის ხახვი მწვანილის კონა შავი პილპილი წითელი პილპილი ¼ ლიტრი თეთრი ღვინო 3 კვერცხის ცილა ½ ლიტრი ნაღები ან სქელი სოუსი ბეშამელი (40 გრამ კარაქზე მომზადებული) 50 გრამი ფქვილი ¼ ლიტრი რძე 2 კვერცხის გული ცოტა მარილი