კატალოგი
მუსი არაჟნის
| ბეჭდვა |
2 კვერცხის გული და ერთი კვერცხი მთლიანად კარგად ავთქვიფოთ მიქსერით 1,5 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად; თანდათან დავამატოთ 2 ქილა (400 გრამი) არაჟანი, ცოტა ვანილი, გახეხილი ლიმონის კანი.
2 სუფრის კოვზ ჟელატინს დავასხათ ერთი ჩაის ჭიქა წყალი და დავალბოთ 1-2 საათი. როცა კარგად დალბება, ჟელატინი მოვადუღოთ და ცხელივე ჩავასხათ კვერცხისა და არაჟნის ნარევში. კარგად ავურიოთ, გავწუროთ, ჩავასხათ ფორმებში და შევდგათ მაცივარში.
მასალა:
კვერცხი - 3 ცალი
შაქრის ფხვნილი - 1,5 ჩაის ჭიქა
არაჟანი - 2 ქილა
ჟელატინი - 2 სუფრის კოვზი
წყალი - 1 ჩაის ჭიქა
ვანილი, ლიმონის ქერქი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ცხარე და ტკბილი მწვანე წიწაკა, ქინძ...

მჟავე რძეში გავხსნათ წყალი, დავამატ...

ხორცი ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მან...

რძე ავადუღოთ კარაქთან, მცირე რაოდენ...

კარტოფილი მოვხარშოთ და დავსრისოთ. დ...

პალატშინკენი ჩავაწყოთ კარაქწასმულ ფ...


