კატალოგი
ჩერნინა - შიგნეულისაგან მომზადებული კერძი
შიგნეულს დავასხათ წყალი, მოვაყაროთ მარილი და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე დარბილებამდე. გამომშრალ ხილს დავასხათ ½ ლიტრი წყალი, დავუმატოთ სპეციები და შაქარი და ვხარშოთ დარბილებამდე. შემდეგ ხილს დავამატოთ შიგნეული. ხილის ნახარშს და ბულიონს (ორივე სახის სითხე თანაბარი რაოდენობის უნდა იყოს - მთლიანად უნდა გამოვიდეს ¾ ლიტრი) დავუმატოთ ფქვილი და სისხლი და მიღებული მასა მოვასხათ შიგნეულს. დავუმატოთ შაქარი, მარილი, ძმარი და მარილი და ფრთხილად წამოვადუღოთ ისე, რომ სისხლი არ შედედდეს. სუფრაზე მივიტანოთ მაკარონთან, კარტოფილის ან ფქვილის კლიოცკებთან ერთად. მასალა: 1 იხვის ან 2 ბატის შიგნეული მწვანილი 125 გრამი შავი ქლიავი 125 გრამი გამომჭრალი ვაშლი 1-2 ცალი გამომშრალი მსხალი 30 გრამი შაქარი დარიჩინის ღერი (2 სმ სიგრძის) მიხაკი 10 გრამი ფქვილი 3/8 ლიტრი სისხლი (იხვის ან ბატის) 1 სუფრის კოვზი ძმარი 1 ¼ ლიტრი წყალი მარილი მაიორანი