კატალოგი
ჩანახი (ქვაბში)

ბეჭდვა ![]() |
![]() |
ვინაიდან თიხის ჯამების საშუალება ოჯახში ხშირად არ არის, ამიტომ ჩანახი შეიძლება ქვაბშიც მომზადდეს.
ცხვრის დუმა დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ. ამ ქონში ცალ-ცალკე შევწვათ მთელი ბადრიჯანი, ოთხად გაჭრილი (სიგრძეზე) კარტოფილები, მთელ-მთელი მწიფე პამიდორი.
მოშუშჲლ დუმის ნარჩენებში ავურიოთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ქინძჳ, ოხრახუში, ნიახური, რეჰანი, წიწაკა, დანაყილი ქინძის თესლი. ეს გულსართი ფრთხილად ჩავდოთ ბადრიჯანში და პამიდორში, ისე რომ არ დაირღვეს მთლიანობა.
ცალკე შევწვათ წვრილად დაჭრილი ხორცი, ჩავალაგოთ ქვაბში თანმიმდევრობით, ფენა-ფენა, ჯერ ბადრიჯანი, შემდეგ ხორცი, დაჭრილი ხახვი, კარტოფლი, პამიდორი, ხორცი, ბადრიჯანი, კარტოფილი, ხორცი, ზევიდან პამიდორი. დავასხათ გულსართისა და ცხიმის ნარჩენები და 10-15 წუთი ვშუშოთ. მარილს ყველაფერს ცალ-ცალკე ვაყრით შეწვის დროს.
მასალა:
ცხვრის ხორცი - ერთი კილოგრამი
ცხვრის დუმა - 200 გრამი
ბადრიჯანი - 1 კილოგრამი
პამიდორი - 1 კილოგრამი
კარტოფილი - 800 გრამი
მწვანილი - 3-3 ძირი
წიწაკა, დანაყილი ქინძის თესლი, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ფქვილი გავცრათ, ავთქვიფოთ კვერცხი, ...

სკუმბრია გავასუფთავოთ, ჩავდოთ დაბალ...

კობრს გავაცალოთ ქაცვი, გავრეცხოთ, დ...

დაჭრილი ხახვი და ნიორი მოვხრაკოთ ზე...

გაზაფხულივით მრავალფეროვანი...

შევარჩიოთ მოზრდილი ვარია, დავჭრათ ნ...