კატალოგი
ნამცხვარი არაჟნის კრემით

ბეჭდვა ![]() |
![]() |
2 კვერცხი კარგად ავთქვიფოთ 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად, დავასხათ 3 სადილის კოვზი თაფლი, 100 გრამი დამდნარი კარაქი, სოდა - გახსნილი ძმარში, ვანილი; ეს ნარევი ჩავდგათ ადუღებულ წყალში და გავაცხელოთ დაახლოებით 60°-მდე. გადმოვდგათ და შევაზილოთ 3,5 ჩაის ჭიქა ფქვილი; ცომი გავყოთ ოთხ ნაწილად და გამოვაცხოთ ცალ-ცალკე. როცა განელდება, ფენებს შორის წავუსვათ კრემი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება:
1 ქილა (200 გრამი) არაჟანი გავთქვიფოთ, თანდათან შევათქვიფოთ ერთი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, სანამ ჰაეროვან მასას არ მივიღებთ. კრემი შედვგათ მაცივარში 2-3 საათით და მერე წავუსვათ. ნამცხვარი შეიძლება მოვრთოთ ამავე კრემით, ან გადავასხათ შოკოლადის მინანქარი.
მასალა:
კვერცხი - 2 ცალი
შაქრის ფხვნილი - 2 ჩაის ჭიქა
თაფლი - 3 სუფრის კოვზი
კარაქი - 100 გრამი
არაჟანი - 200 გრამი
ფქვილი - 3,5 ჩაის ჭიქა
სოდა - 1 ჩაის კოვზი
ძმარი - 1 სუფრის კოვზი
ვანილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

გათლილი, გულგამოცლილი და დაჭრილი კო...

გაცრილი ფქვილისაგან მოვზილოთ ცომი, ...

კვერცხის გულები კარგად ავთქვიფოთ; ც...

ცხვრის მსუქანი ხორცი ნაჭრებად დავჭრ...

ვარდის ფურცლებს თეთრი თავები მოვაჭრ...

ქერის ბურღული მოვხარშოთ წყალში, შემ...