კატალოგი
ლიტვური ღვეზელები ხაჭოთი

ბეჭდვა ![]() |
![]() |
დროჟი გავხსნათ თბილ რძეში მცირე რაოდენობის შაქართან ერთად. ფქვილის, კვერცხისა და მარგარინისაგან მოვზილოთ საკმაოდ სქელი ცომი. გავაჩეროთ ცომი 1-1 ½ საათი, შემდეგ კიდევ ერთხელ მოვზილოთ და გავაბრტყელოთ. ჭიქით ამოვჭრათ ცომიდან მრგვალი ნაჭრები, თითოეულ ნაჭერზე მოვათავსოთ შიგთავსი. თითოეულ ნაჭერს მივცეთ ნახევარმთვარის ფორმა, შემდეგ ღვეზელები დავალაგოთ საცერზე ისე, რომ ერთმანეთს არ ეხებოდნენ. საცერი დავამაგროთ მდუღარე წყლიან ქვაბზე და ღვეზელები ორთქლის საშუალებით მზადყოფნამდე მივიყვანოთ. სუფრაზე მიტანამდე მოვასხუროთ გამდნარი კარაქი და მოვაყაროთ შაქარი და დარიჩინი.
მასალა:
ცომისათვის
500 გრამი ფქვილი
40 გრამი დროჟი
1 ჭიქა რძე
1 ცალი კვერცხი
ცოტა მარილი
100 გრამი მარგარინი
შიგთავსისათვის
500 გრამი ხაჭო
2 ცალი კვერცხის გული
1 სუფრის კოვზი შაქარი
ცოტა მარილი
გამდნარი კარაქი
შაქარი
დარიჩინი
პოპულარული რეცეპტი

ისპანახი დავარჩიოთ, გავრეცხოთ, მოვხ...

პამიდორი, სოკო, ქაშაყი და ხახვი დავ...

მოვადუღოთ სამი სუფრის კოვზი შაქრის ...

ეკალა გავარჩიოთ, კარგად გავრეცხოთ დ...

კარტოფილი მოვხარშოთ, დავსრისოთ ან გ...

გადარჩეული, საშუალო სიმწიფის გარგარ...