კატალოგი
ფისკებოლარი - თევზის კერძი
ბეჭდვა |
თევზის ფილე გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. კუბიკებად დაჭრილი სალა გავადნოთ ტაფაზე, დავამატოთ მარგარინი და წვრილად დაჭრილი ხახვი და მსუბუქად შევბრაწოთ. პურის ნაჭერი დავალბოთ და დავშალოთ. ყველა კომპონენტი ავურიოთ ერთმანეთში, მოვაყაროთ მარილი, დავამატოთ წითელი პილპილი და ოხრახუში. გავაკეთოთ მცირე ზომის "კლიოცკები" და მოვხარშოთ მდუღარე წყალში. ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ "კლიოცკები" ამოვიღოთ წყლიდან და დავდგათ თბილ ადგილას. სახამებელი გავხსნათ რძეში, ჩავასხათ ბულიონში და წამოვადუღოთ. შემდეგ დავამატოთ კაპარი, ლიმონის წვენი და იოგურტი. თევზის "კლიოცკები" წამოვადუღოთ სოუსში ძალიან დაბალ ცეცხლზე. სუფრაზე მივიტანოთ კარტოფილთან ერთად.
მასალა:
2 პორციაზე
500 გრამი თევზის ფილე
25 გრამი სალა
1 სუფრის კოვზი მარგარინი
1 დიდი თავი ხახვი
1 ნაჭერი პური
2 სუფრის კოვზი სქელი რძე
მარილი
წითელი პილპილი
წვრილად დაჭრილი ოხრახუში
სოუსისათვის
1 სავსე სუფრის კოვზი კარაქი ან მარგარინი
¼ ლიტრი რძე
1/8 ლიტრი მჟავე რძე (მაწონი) ან იოგურტი
მარილი
½ - 1 კოლოფი კაპარი
ლიმონის წვენი
პოპულარული რეცეპტი
ანჩოუსები ძალიან წვრილად დავჭრათ, ვ...
ვაზის ფოთოლი გავარჩიოთ, მოვაჭრათ ყუ...
ყველა კომპონენტი ავურიოთ ერთმანეთში...
გრძლად დაჭრილი პატარა ზომის ბადრიჯნ...
2 კვერცხი კარგად ავთქვიფოთ 1 ჩაის ჭ...
ქათმის ხორცი და ვიჩინა გავატაროთ ხო...