კატალოგი
ნაზუქი
ორ ჩაის ჭიქა თბილ რძეში გავხსნათ საფუარი და ჩავაყაროთ ცოტა ფქვილი. 2-3 საათის შემდეგ მოსაზელ ჭურჭელში ჩავყაროთ ფქვილი, გავაკეთოთ ღრმული და ჩავდოთ გაფუებული რძიანი საფუარი. დავამატოთ კარგად გათქვეფილი კვერცხები, ერბო, დარიჩინი, მიხაკი, დავასხათ დარჩენილი რძე და მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი. როცა ცომი კარგად გაფუვდება, გავაკეთოთ პატარ-პატარა კვერები, დავაწყოთ ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე, წავუსვათ რძეში გახსნილი კვერცხის გული და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად. მასალა: რძე - 1 ლიტრი საფუარი - 50 გრამი კვერცხი - 10 ცალი ერბო - 300 გრამი დანაყილი დარიჩინი - 2 ჩაის კოვზი დანაყილი მიხაკი - 2 ჩაის კოვზი პურის ფქვილი - რამდენიც დასჭირდება