კატალოგი
ნორვეგიული შემწვარი ძეხვები
| ბეჭდვა |
ძეხვები 10 წუთით ცავაწყოთ ცხელ წყალში, მაგრამ არ უნდა ავადუღოთ. ვაშლი გავთალოთ, დავჭრათ ნაჭრებად და ჩავაწყოთ ცეცხლგამძლე ცხიმწასმულ ჭურჭელში. ზემოდან დავალაგოთ ძეხვები. ყველაფერს მოვასხათ მცენარეული ზეთი, შემდეგ ზედაპირზე გადავანაწილოთ კარაქის მცირე ზომის კუბიკები, მოვაყაროთ ცოტა შაქარი და 20 წუთით შევდგათ ზომიერად გაცხელებულ ღუმელში. ამ კერძთან ერთად სუფრაზე მივიტანოთ მოხარშული კარტოფილი ან შავი პური.
მასალა:
2 პორციაზე
2 ცალი შემწვარი ძეხვი
3 ცალი ვაშლი
1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
50 გრამი კარაქი
1 სუფრის კოვზი შაქარი
პოპულარული რეცეპტი

ნიგოზი დავნაყოთ, ხახვი დავკეპოთ ძალ...

ერთნახევარი ჩაის ჭიქა ცივი წყლით, 1...

გავაცხელოთ ცხიმი, მოვხრაკოთ მასში ხ...

მიწისთხილი დავნაყოთ, პამიდორი გავას...

მურაბის ტაშტში ჩავყაროთ შაქარი, დავ...

ცოცხალი, წვრილად დაჭრილი პიტნის ფოთ...


