კატალოგი
კარტოფილი ნიგვზით
| ბეჭდვა |
კარტოფილი კანიანად მოვხარშოთ, მერე გავფცქვნათ და ოთხკუთხედად დავჭრათ. დავნაყოთ ერთად ნიგოზი, ნიორი, მარილი, წიწაკა, ქინძი, გავხსნათ ძმარში, ავურიოთ შიგ დაკეპილი ხახვი და მოხარშული, ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი. ლამაზად დავდოთ თეფშზე, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, კამა და ისე მივიტანოთ სუფრაზე.
მასალა:
კარტოფილი - 1 კილოგრამი
ხახვი - 2 თავი
ნიგოზი - 2 ჩაის ჭიქა
ნიორი - 2 კბილი
ოხრახუში, კამა - 3-3 ძირი
ძმარი, წიწაკა, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ცხიმი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში...

ვაშლები გადავარჩიოთ, პატარა ყუნწები...

სატაცური გავასუფთავოთ, მოვხარშოთ მა...

ახალი, საღი კომბოსტოს თეთრ თავებს მ...

მითითებული პროდუქტებისაგან მოვზილოთ...

ერთი ლიმონის გახეხილი ქერქი, წყალი ...


