კატალოგი
შვეიცარული კარტოფილის რიოსტი
| ბეჭდვა |
კარტოფილი მოვხარშოთ, შევაგრილოთ და გავაცალოთ კანი, შემდეგ გავხეხოთ ყველაზე სქელ სახეხზე. სალა დავჭრათ კუბიკებად და ოდნავ შევაწითლოთ. დავამატოთ კარტოფილი და კარგად გადავურიოთ სალასთან ერთად, დავამატოთ მარილი და მუსკატის კაკალი. დავამატოთ რძე, კარტოფილი გადავაბრუნოთ და ტაფას დავახუროთ ჯამი. რიოსტი ვწვათ მსუბუქ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ტაფა გადავატრიალოთ ისე, რომ კარტოფილის შემწვარი ნაწილი ჯამში ზემოთ აღმოჩნდეს. სუფრაზე მივიტანოთ მწვანე სალათასთან ერთად. რიოსტის ასევე შეგვიძლია მოვააყროთ გახეხილი ყველი ან მოვასხათ ათქვეფილი კვერცხი.
მასალა:
3-4 პორციაზე
750 გრამი კარტოფილი
80-100 გრამი ცხიმიანი სალა
½ ჭიქა რძე
½ ჭიქა ნაღები
მარილი და ცოტა მუსკატის კაკალი
პოპულარული რეცეპტი

ხორცი მსუბუქად დავბეგვოთ, მოვაყაროთ...

200 გრამი კარაქი და 1 ჩაის ჭიქა შაქ...

წითელი ლობიო მოვხარშოთ ჩვეულებრივი ...

ქათმის გულ-მკერდს მოვაშოროთ კანი, ა...

გაწმენდილი, გარეცხილი წიწილის კუჭ-ღ...

ქორფა ღანძილი გავარჩიოთ, გავრეცხოთ ...


