კატალოგი
ნიგვზიანი ბურთულები
| ბეჭდვა |
ნიგოზი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავაყაროთ შაქრის პუდრა და ავურიოთ კვერცხის ცილაში. მიღებული მასიდან გავაკეთოთ პატარა ბურთულები.
ცხელ წყალში გავსხნათ შოკოლადი, დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ, სანამ კარგად არ შესქელდება. გადმოვდგათ ცეცხლიდან , ამოვავლოთ თითოეული ნიგვზის ბურთულა შოკოლადში, მაშინვე შაქრის ფხვნილში და დავალაგოთ პერგამენტ-გადაფარებულ თუნუქის ფურცელზე. შევდგათ დაბალ ცეცხლზე გახურებულ გაზქურაში ათი წუთით და გამოვიღოთ.
მასალა:
ნიგოზი - 150 გრამი
შაქრის პუდრა - 150 გრამი
კვერცხი - 1 ცალი
შოკოლადი - 150 გრამი
წყალი - 2 სუფრის კოვზი
პოპულარული რეცეპტი

კვების კულტურა...

გასუფთავებული, გარეცხილი მთლიანი ინ...

წყლის წიწმატის ყვავილები გავრეცხოთ ...

ოთხი კვერცხის გულს თანდათან მოვასხა...

ყველა კომპონენტი კარგად ავურიოთ ერთ...

მითითებული პროდუქტებისაგან მოვზილოთ...


