კატალოგი
ვენური ფორებიანი ”კლიოცკები”
| ბეჭდვა |
კარტოფილი გავასუფთავოთ, გავხეხოთ, შევახვიოთ ხელსახოცში, და გავწუროთ, რომ წყალი გაუვიდეს. გაწურულ კარტროფილს დავასხათ მდუღარე რძე. სოკო გარეცხვის შემდეგ გავაშროთ, დავუმატოთ ოხრახუში, ცოტა მარილი და შევურიოთ კარტოფილის მასას. ხელებზე გადავივლოთ ცივი წყალი და გავაკეთოთ "კლიოცკები", რომლებიც შემდეგ უნდა ჩავყაროთ მდუღარე წყალში და ვხარშოთ 10-12 წუთი. "კლიოცკები" დავდგათ დასაწურად, რის შემდეგაც მოვაყაროთ მაგარი, მარილიანი გახეხილი ყველი, მოვასხათ შემწვარი სალასაგან მიღებული ცხიმიანი სოუსი და მივიტანოთ სუფრაზე.
მასალა:
1 კილოგრამი კარტოფილი
1/8 ლიტრი რძე
500 გრამი გასუფთავებული სოკო
2-3 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში
მარილი
პოპულარული რეცეპტი

მამალი დავყოთ ოთხ ნაწილად, წავუსვათ...

ძროხის მსუქანი ხორცი ნაჭრებად დავჭრ...

თევზი გავასუფთავოთ, გავაცალოთ კანი ...

ხახვი და ტკბილი წიწაკა დავჭრათ თხელ...

ერთმანეთს შევურიოთ 3 პორცია რომი და...

გადარჩეული, გარეცხილი ბოლოკის ფოთოლ...


