კატალოგი
წითელი ლობიო ყვითელი ყვავილით (ზაფრანით)

ბეჭდვა ![]() |
![]() |
წითელი ლობიო მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით. როცა მოიხარშება, წვენი გადავწუროთ ცალკე. ხახვი დავჭრათ წვრილად, დავასხათ ზეთი და მოვხრაკოთ. დავაყაროთ მოხარშული ლობიო და მოვშუშოთ. ლობოს ნახარში წვენი შევაზავოთ ყვითელი ყვავილით, დანაყილი მიხაკით, დარიჩინით, მარილით, წიწაკით, დავასხათ მოშუშულ ლობიოს და წამოვადუღოთ. მერე კარგად ამოვლესოთ და ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი.
მასალა:
წითელი ლობიო - 1 კილოგრამი
ხახვი - 5-6 თავი
ზეთი - 0,5 ჩაის ჭიქა
ყვითელი ყვავილი - 2 ჩაის კოვზი
მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

½ ლიტრ წყალში გავხსნათ ღვინის ძმარი...

კომში გავრეცხოთ, მოვაცილოთ კანი და ...

ცოტა შემწიფებული სახრავი ატამი გავფ...

წყლითა და შაქრით მოვადუღოთ სიროფი. ...

გამზადებული, ჩვეულებრივ მოხარშული ყ...

კარაქი და შაქარი შევურიოთ ერთმანეთს...