კატალოგი
მუსაკა
ბეჭდვა |
ტაფაზე, 50 გრამ კარაქში, მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი კეტჩუპთან ან ტომატ-პასტასთან ერთად. დავამატოთ დაჭრილი ხორცი და ვშუშოთ კიდევ 15-20 წუთი. შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი პამიდორი და კარტოფილი. შევწვათ მანამდე, სანამ კარტოფილი არ დარბილდება. მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, გადავიტანოთ მასა ბრტყელ ტაფაზე ან მინის ცეცხლგამძლე ჯამში. დავამატოთ ½ ჭიქა წყალი, შევდგათ ტაფა ცხელ ღუმელში და ვაცხოთ მანამდე, სანამ წყალი არ ამოშრება. კვერცხი გავთქვიფოთ რძესთან, ფქვილთან და დარჩენილ კარაქთან ერთად და ყველაფერი გადავასხათ ფორმაში და ზედაპირზე თანაბრად გადავანაწილოთ. ვაცხოთ მანამდე, სანამ ზედაპირი ოქროსფერ კანს არ გაიკეთებს.
მასალა:
200 გრამი დაჭრილი ხორცი
50 გრამი ხახვი
20 გრამი ტომატ-პასტა ან კეტჩუპი
100 გრამი პამიდორი ან 50 გრამი ტომატის წვენი
50 გრამი ფქვილი
2 კვერცხი
100 გრამი კარაქი ან მარგარინი
¼ ლიტრი რძე
200 გრამი კარტოფილი
მარილი და წიწაკა - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი
ბადრიჯანი გავფცქვნათ და წვრილად დავ...
საღი, წითელი პამიდორი გადავარჩიოთ, ...
გასუფთავებული, გარეცხილი თართი ან ზ...
ღომი გავარჩიოთ, გავრეცხოთ, დავასხათ...
3 ჩაის ჭიქა გაცრილი სიმინდის ფქვილი...
1 ცალი ფორთოხლისაგან გამოვწუროთ წვე...