კატალოგი
შმიორებროდი
შმიორებროდი, ეს არის ბუტერბროდის ნაირსახეობები, რომლის მოსამზადებლადაც სხვადასხვა მასალის გამოყენება შეიძლება. 1. სხვადასხვა სორტის პურები: ჭვავის, თეთრი, ხრაშუნა პური ("ხლებცები") და ა. შ. 2. სხვადასხვა სახის კარაქი და პასტა პურზე წასასმელად: კარაქი, ათქვეფილი კარაქი გახეხილი პირშუშხათი, ნივრით, წვრილად დაჭრილი მწვანილით (კამა, მწვანე ხახვი, ოხრახუში და ა. შ.), ასევე ათქვეფილი კარაქი გახეხილი თევზით ან თევზის კონსერვებით, ანჩოუსებით ან ხიზილალით. ასევე შეგვიძლია დავუმატოთ მარილი, პილპილი, წვრილად დაჭრილი ხახვი ან მჟავე კიტრი. 3. სვხადასხვა სახის პროდუქტები ბუტერბროტზე დასადებად: ხორცი, წვრილად დაჭრილი ხახვი და ჭარხლის მარინადი. შებოლილი გველთევზას ან ქაშაყის ნაჭრები, მწვანე ხახვმოყრილი ომლეტი. ვიჩინა, ½ მოხარშული კვერცხი და მჟავე კიტრის ნაჭერი. შემწვარი თევზი, კვერცხის გულებით მომზადებული ცივი, სქელი სოუსი, რომელიც შეგვიძლია წერტილებად დავაპკუროთ თევზს, თეხლი ლიმონის ნაჭერი. მწვანე სალათის მარინადი, 2 სუფრის კოვზი კარტოფილის სალათა, ზემოდან მაგრად მოხარშული კვერცხის ნაჭერი, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი ზემოდან მოსაყრელად. 2 ნაჭერი ღვიძლის პაშტეტი, მჟავე კიტრის ნაჭრები; მწვანე სალათის ფოთოლი, ზემოდან ქათმის ბარკალი, სოუსი რემულადი (კვერცხის გულებისაგან მომზადებული ცივი, სქელი სოუსი) ბარკალზე წერტილების დასასმელად. ყველი როკფორი ( წინასწარ უნდა დავალბოთ), ზემოდან უმი კვერცხის გული და ბოლოკის ნაჭრები გასაფორმებლად. კვერცხით ან ოხრახუშით გაფორმებული ლოსოსის ხორცი. ქაშაყის მარინადის ნაჭრები, პამიდვრის ნაჭრები და მოხარშული კვერცხის ნაჭერი. წითელი წიწაკის თხელი ნაჭრებით გაფორმებული ქაშაყი ჟელეში. ოხრახუში, მოხარშული კვერცხის სქელი ნაჭერი, ზემოდან ცოტა ტომატის პიურე, სარდელის ან ანჩოუსის პატარა ნაჭრებით გაფორმებული. მჟავე კიტრის, ნაკლებ მარილიანი ქაშაყის და ფორთოხლის ნაჭრები, ათქვეფილი ნაღები წერტილების დასასმელად, ოხრახუში ზემოდან მოსაყრელად.