კატალოგი
კალეკუკო
| ბეჭდვა |
ჭიქაში ჩავასხათ წყალი, თანდათან ჩავსხათ ის ფქვილში, მოვზილოთ ცომი კარაქთან და მარილთან ერთად. გავაბრტყელოთ ცომი და შუაზე გადავკეცოთ. ½ საათით დავდგათ ცომი სიცივეში. სალა დავჭრათ კუბიკებად, მსხვილად დავჭრათ ხახვი და ყველაფერი ერთად მოვხრაკოთ. შემდეგ ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ სალასთან ერთად შემწვარი ხახვი და გარეცხილი და მომზადებული თევზის ფილეები. ფარში შევურიოთ ნაღებს, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ცომი გავაბრტყელოთ არც ისე თხელ ოთხკუთხედ ფირფიტად, ერთ ნახევარზე მოვათავსოთ ფარში, დავაფაროთ მეორე ნახევარი და შევუწებოთ კიდეები, შემდეგ გადავუსვათ კვერცხის გული. ღვეზელი ვაცხოთ ნელ ცეცხლზე 3 საათის განმავლობაში, დროდადრო ზედაპირზე უნდა ვუსვათ გადამდნარი ქონი. მზა კალეკუკო შევახვიოთ ხელსახოცში, რომ კანი ზედმეტად არ გამაგრდეს. შემდეგ ღვეზელი დავჭრათ ნაჭრებად, მოვასხუროთ გამდნარი კარაქი და მივიტანოთ სუფრაზე.
მასალა:
200 გრამი ჭვავის ფქვილი
200 გრამი პურის ფქვილი
60 გრამი კარაქი
800 გრამი თევზის ფილე (ჩვეულებრივ ზღვის თევზს იყენებენ)
200 გრამი სალა
2 თავი ხახვი
მარილი, პილპილი
2 სუფრის კოვზი ნაღები
1 ცალი კვერცხის გული
გადამდნარი ქონი
პოპულარული რეცეპტი

საშუალო სიდიდის (მწვანე) კაკალი გავ...

გრძლად დაჭრილი პატარა ზომის ბადრიჯნ...

ძვლებსა და ხორცს დავასხათ ცივი წყალ...

ათქვეფილი კვერცხის მასაში ავურიოთ მ...

მოცემული პროდუქტებისაგან სწრაფად მო...

მაკარონი ვხარშოთ 5 წუთის განმავლობა...


