კატალოგი
ძროხის ენა არაჟნით (ქართულად)

ბეჭდვა ![]() |
![]() |
გასუფთავებული, კარგად გარეცხილი ენა მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ ცხელი წყალი და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე, დაახლოებით 2 საათი. მოხარშული ენა ამოვიღოთ ბულიონიდან, გადავავლოთ ცივი წყალი, მოვაცილოთ კანი და დავჭრათ თხელ, წვრილ ნაჭრებად.
კარაქში კარგად მოვშუშოთ ხახვი, ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ენა, პურის ფქვილი და გავაგრძელოთ შუშვა. დავამატოთ დაჭრილი პამიდორი (ან ტომატი), 5-10 წუთი დუღილის შემდეგ არაჟანი. შევაზავოთ ტარხუნით, ოხრახუშით, კამით, მარილით, პილპილით; ზემოდან მოვასხათ ღვინის ძმარში გათქვეფილი კვერცხი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად. სუფრაზე მიტანისას ზევიდან მოვასხათ გამდნარი კარაქი და მოვაყაროთ დაკეპილი კამა და ოხრახუში.
მასალა:
ძროხის ენა - 1 ცალი
კარაქი - 100 გრამი
პამიდორი (ტომატი) - 400 გრამი (1 ჩაის ჭიქა)
კვერცხი - 3-4 ცალი
მწვანილი - 3-3 ძირი
ხახვი - 3-4 თავი
არაჟანო - 500 გრამი
ძმარი - 2 სუფრის კოვზი
მარილი, პილპილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ცომის მოსამზადებლად საჭიროა ავიღოთ ...

მოვამზადოთ მარინადი ღვინის, ½ ლიმონ...

რძე ავადუღოთ კარაქთან, მცირე რაოდენ...

ღამით დამბალი მწვანე მუხუდოს, ძროხი...

კარტოფილი გავთალოთ, დავჭრათ კუბიკებ...

პამიდორი დავჭრათ ნაჭრებად და ჩავდოთ...