კატალოგი
ნიგვზით და ბროწეულით გატენილი წვერა
| ბეჭდვა |
წვერა გავწმინდოთ, გავრეცხოთ, წავუსვათ მარილი და გავაჩეროთ ნახევარი საათი.
დანაყილი ნიგოზი, მარილი, წიწაკა, მიხაკი, დარიჩინი, დამარცვლილი ბროწეული, დაჭრილი ხახვი კარგად ავურიოთ ერთმანეთში. ამ მასალით თითოეულ წვერას გამოვუტენოთ მუცლის ღრუ, ამოვავლოთ პურის ფქვილში და ორივე მხრიდან შევწვათ ერბოში, ან ზეთში.
მასალა:
წვერა - 1 კილოგრამი
ერბო ან ზეთი - 3-4 სუფრის კოვზი
დანაყილი ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა
ხახვი - 2 თავი
ბროწეული - 1-2 ცალი
პურის ფქვილი - 2 სუფრის კოვზი
მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

თევზი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, ჩავჭ...

ფქვილი ჩავყაროთ ჯამში, დროჟი გავხსნ...

ისპანახი გავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყ...

ფაიფურის ცეცხლგამძლე ჭურჭელს შიგნიდ...

გადარჩეული, გარეცხილი ალუჩა ტაშტში ...

ხორცს დავასხათ ცხელი წყალი, დავუმატ...


