კატალოგი
ქაშაყის მისაყოლებელი
| ბეჭდვა |
ქაშაყი წყალში დავალბოთ 1-2 დღით, შემდეგ გავაცალოთ კანი და შიგნეულობა. ძმარს შევურიოთ წყალი, დავამატოთ შაქარი და სხვა სპეციები და წამოვადუღოთ ქაშაყი. შემდეგ დავჭრათ 3-4 სმ სიგანის ნაჭრებად და დავასხათ შეგრილებული მარინადი. გავაჩეროთ ერთი დღე-ღამე. სუფრაზე მიტანის წინ კერძს შეგვიძლია მოვაყაროთ რგოლებად დაჭრილი ხახვი ან მოვასხათ სქელი არაჟანი და მოვაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი.
მასალა:
3 ცალი დიდი, მარილიანი ქაშაყი
1 ჭიქა ღვინის ძმარი
1 ჭიქა წყალი
250 გრამი შაქარი
½ ჩაის კოვზი პილპილი
10 ცალი მიხაკი
2 პატარა ზომის დაფნის ფოთოლი
მაიორანი დანის პირზე
პოპულარული რეცეპტი

მოვხარშოთ ლობიო ჩვეულებრივი წესით; ...

ლობიო გავარჩიოთ, გავრეცხოთ და გავშა...

4 სუფრის კოვზი გახეხილი შოკოლადი გა...

ერთმანეთს შევურიოთ 3 პორცია რომი და...

ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა კერძის ...

6 კვერცხის ცილა კარგად გავთქვიფოთ ე...


