კატალოგი
კარტოფილი ხახვით

ბეჭდვა ![]() |
![]() |
ხახვი დავჭრათ თხელ რგოლებად და ოდნავ შევბრაწოთ კარაქში. დავამატოთ ფქვილი, ხორცის ბულიონი და მოვამზადოთ საკამოდ სქელი სოუსი. კარტოფილი მოვხარშოთ კანიანად, ჯერ კიდევ თბილი გავფცქვნათ, დავჭრათ ნაჭრებად და ჩავაწყოთ სოუსში. კარგად მოვაყაროთ პილპილი და მარილი და დავტოვოთ დაბალ ცეცხლზე კიდევ 5 წუთი. დავამატოთ რაც შეიძლება მეტი ოხრახუში და მივიტანოთ სუფრაზე ცხელი.
მასალა:
2-3 პორციაზე
500 გრამი კარტოფილი
2 მსხვილი თავი ხახვი
2-3 სუფრის კოვზი კარაქი ან მარგარინი
3 არასრული სუფრის კოვზი ფქვილი
¼ ლიტრი ხორცის ბულიონი
პილპილი
ცოტა მარილი და საკმაო რაოდენობის წვრილად დაჭრილი ოხრახუში
პოპულარული რეცეპტი

გადარჩეული, გარეცხილი ლეღვი მოვათავ...

მწვანე სალათის ფოთლები გავარჩიოთ, გ...

ლოქო მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით და...

მწვანე ლობიო, რომელიც კარგად არის მ...

6 ცალი კვერცხის ცილა გავთქვიფოთ; თა...

მწიფე ტყემალი გადავარჩიოთ, ყუნწები ...