კატალოგი
ელებროდი - ლუდისაგან მომზადებული სუპი
| ბეჭდვა |
ლუდში ჩავდოთ ლიმონის კანი და მივიყვანოთ დუღილამდე. 1 სუფრის კოვზი ფქვილი გავხსნათ ცივ რძეში და ჩავამატოთ სუპში. დავამატოთ შაქარი და მარილი. კვერცხი ავურიოთ ფქვილში, დავამატოთ ცოტა რძე, კარგად ავურიოთ, რომ კუშტებად არ შეიკრას, და ჩავსხათ სუპში. ვადუღოთ 5 წუთის განმავლობაში და გადმოვდგათ ცეცხლიდან. კვერცხის გული და რამდენიმე კოვზი სუპი კარგად ავთქვიფოთ და ჩავამატოთ სუპში.
მასალა:
1 ბოთლი ღია ფერის ლუდი
1 ბოთლი მუქი ფერის ლუდი
ლიმონის კანი
1-2 სუფრის კოვზი შაქარი
2 სუფრის კოვზი ფქვილი
1 ცალი კვერცხი
1 ცალი კვერცხის გული
ცოტა რძე
პოპულარული რეცეპტი

მცენარეული ზეთი ან კარაქი გავაცხელო...

შევარჩიოთ საშუალო ზომის ბადრიჯანი დ...

ბატკნის ხორცი ნაჭრებად დავჭრათ და გ...

ერთი თეფში ბრინჯი...

მოვხარშოთ ლობიო ჩვეულებრივი წესით; ...

ბრინჯი მოვხარშოთ მარილიან წყალში. ფ...


