კატალოგი
გიუვეჩი - თევზის პლატო რუმინულად

ბეჭდვა ![]() |
![]() |
გასუფთავებული, წვრილად დაჭრილი ბოსტნეული და ხახვი მოვშუშოთ მცენარეულ ზეთში, დავამატოთ თეთრი ღვინო, ტომატ-პასტა, სპეციები, მარილი, შაქარი და ცოტა წყალი. ვშუშოთ მზადყოფნამდე. შუშვის ბოლოს დავამატოთ ქიშმიში. თევზი გავასუფთავოთ, მსხვილი თევზი დავჭრათ, მოვათავსოთ ცეცხლგამძლე ჭჲრჭელში. მოვასხათ ლიმონის წვენი, ზემოდან დავაწყოთ ბოსტნეული და დავაფაროთ კარაქწასმული ქაღალდი. შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ 20 წუთის განმავლობაში.
მასალა:
1 კილოგრამი თევზი (კარპი, ვირთევზა, ზღვის ქორჭილა)
1 კილოგრამი სხვადასხვა სახის ბოსტნეული სეზონიდან გამომდინარე
3-4 თავი ხახვი
2 კბილი ნიორი
1 ჭიქა თეთრი ღვინო
2-3 სუფრის კოვზი ტომატ-პასტა
2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
1 ლიმონის წვენი
1 სუფრის კოვზი ქიშმიში
ცოტა კორიანდრი
მარილი
შაქრის პუდრა დანის პირზე
პილპილი
ტიმიანი
პოპულარული რეცეპტი

კვერცხის გულები და შაქარი კარგად ავ...

ერთი თეფში ბრინჯი...

ფქვილი გავცრათ. დროჯი გავხსნათ ნახე...

სოუსის პროდუქტები შევურიოთ ერთმანეთ...

2 კვერცხი კარგად გავთქვიფოთ, თანდათ...

მამალი დავყოთ ოთხ ნაწილად, წავუსვათ...