კატალოგი
მარილიანი ქათამი ანანასით
| ბეჭდვა |
1 ½ ლიტრ წყალში ჩავყაროთ მარილი და შაქარი და წამოვადუღოთ. გავაცივოთ. ქათამი გამოვშიგნოთ, გავრეცხოთ, დავყოთ პორციებად და დავასხათ მარილწყალი, გავაჩეროთ მარილწყალში 2 დღის განმავლობაში. დროდადრო ხორცი გადავაბრუნოთ. შემდეგ ამოვიღოთ ქათამი მარილწყალიდან და მოვხარშოთ მცირე რაოდენობის წყალში. მომზადებულ ქათამს მოვაშოროთ ძვლები და გავაცალოთ კანი. მაიონეზს შევურიოთ ნაღები და დავამატოთ ცოტა ანანასის წვენი. კერძი სუფრაზე სალათის ფოთლებთან ერთად მივიტანოთ, ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი ანანასი და მოვასხათ სოუსი. გარნირად შეგვიძლია მივიტანოთ შემწვარი კარტოფილი.
მასალა:
1 ცალი ქათამი
100 გრამი მარილი
1 ჩაის კოვზი შაქარი
1 ჭიქა მსხვილ სახეხზე გახეხილი ანანასი
1 არყის ჭიქა მაიონეზი
2 სუფრის კოვზი 10%-იანი ნაღები
მწვანე სალათის ფოთლები
პოპულარული რეცეპტი

ხორცი დავჭრათ, კარგად გავრეცხოთ, ჩა...

გასუფთავებული, გარეცხილი თევზი ნახე...

ერთი ცალი ლიმონის ცედრა გავხეხოთ წმ...

ხორცი დავჭრათ 2X2 სმ ზომის კუბიკება...

ხორცი, ქაშაყი და მოხარშული კარტოფილ...

ოთხი კვერცხის გული 1,5 ჩაის ჭიქა შა...


