კატალოგი
თევზის სუპი ბოსტონურად
ბეჭდვა |
თევზი დავჭრათ პორციებად. კანი და ფხები ვხარშოთ 1 ½ ლიტრ წყალში 30 წუთის განმავლობაში, თან დავამატოთ დაჭრილი ნიახური. სხვა ქვაბში მოვათავსოთ რგოლებად დაჭრილი ხახვი, ტკბილი წიწაკის ღერები და დარჩენილი ნიახური (წვრილად დაჭრილი). ამ პროდუქტებს დავამატოთ სალას კუბიკები და ყველაფერი ერთად შევბრაწოთ. დავამატოთ თევზის ბულიონის ნახარში და რძე. კარტოფილის კუბიკები ცალკე ვხარშოთ 30 წუთის განმავლობაში წვრილად დაჭრილ სუპის მწვანილთან ერთად და შემდეგ დავამატოთ სუპს, ასევე სუპში ჩავდოთ კუბიკებად დაჭრილი თევზის ფილე და დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ 10 წუთის განმავლობაში. დავამატოთ ნაღები, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში.
მასალა:
750 გრამი ვირთევზა
200-200 გრამი ხახვი, ტკბილი წიწაკის ღერები და ნიახური
2 სუფრის კოვზი კუბიკებად დაჭრილი სალა
½ ლიტრი რძე
500 გრამი უმი კარტოფილის კუბიკები
1 კონა მწვანილი სუპისათვის
½ ლიტრი ხორცის ბულიონი
2-3 სუფრის კოვზი ნაღები (სურვილისამებრ)
მარილი, პილპილი
დაჭრილი ოხრახუში
პოპულარული რეცეპტი
პურის ნაჭრებს გადავუსვათ კარაქი, ერ...
წითელი ლობიო გავარჩიოთ, გავრეცხოთ, ...
ხახვი დავკეპოთ, ჩავყაროთ ქვაბში, და...
24 ჩაის კოვზი ნატურალური ყავა (შეიძ...
კვერცხები მაგრად მოვხარშოთ, მოვაცილ...
მცენარეული ზეთი გავაცხელოთ, მჟავე კ...